"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ნაკრებს რომ გამოადგნენ და სამშობლო ასახელონ, იმიტომ ვგულშემატკივრობთ მას და ,,კოპენჰაგენს", თორემ, ხოჭოლავა იქნება გვარად, თუ ჯიქია, აწი აღარ აქვს მნიშვნელობა.
გოგია
22 მარტი 2023 08:42
1
არავის, მათ შორია არც ხოჭოლავას გალანძღვას არ ვაპირებ. მისი არჩევანია თუ მისთვის ნაკრები მეორეხარისხოვანია კლუბთან შედარებით. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნაკრების კარი უნდა დაიკეტოს მისთვისაც და ნებისმიერი ფეხბურთელისთვისაც ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს! ეს ელემენტარულია და აქ უკვე პრეტენზიები მექნებოდა ნაკრების ხელმძღვანელობასთან თუ ისინი კიდევ გამოიძახებენ ხოჭოლავას. რაც შეეხება ფედერაციას - ფედერაციისათვის არ თამაშობს ნაკრები, ნაკრები ხალხისაა და ხალხისთვის თამაშობს. გამარჯვება ნაკრებს და საქართველოს!
არტ
22 მარტი 2023 00:04
0
ამის ესეთი საქციელი პირველი არ არის!გახსოვთ ვაისი რომ აკრიტიკებდა ბოლომდე არ იხარჯება ნაკრებშიო
ბექა
20 მარტი 2023 17:04
0
კაი სასიძო და ცუდი ფეხბურთელი...
უვიცი
20 მარტი 2023 12:52
10
Ar aris es kargi ambavi tundac fsiqologiurad biwebistvis,imedia kvelaferi kargad iqneba,magram ragac saocrebebtan rom gvaqvs saqme faqtia, kitem 15 wuti itamasha gushin da nutu ar sheidzleboda gamodzaxeba? ver mivxvdi mrcheba shtabechdileba rom ar icodnen rom momjobinda ukve...
Givi
20 მარტი 2023 11:15
1
29-ში რომ გაეკეთებინა ოპერაცია არა?
პროფესტო
20 მარტი 2023 10:36
8
და კობახიძე ლიჩოშვილს ჯობია? არც დვალს აქვს სათამაშო პრაქტიკა მაგრამ სად იტალია და სად კვიპროსი და ბათუმი? კობახიძეს დინაომს მცველია არ ვიცი ზუსტად ხვადაგიანი თუ რაღაც ეგეთი გვარი აქვს ბევრად ჯობია. ან ახაგზაზრდულში რომ თავდამსმხმელიგვყავს იმან რა დაუდავა ამათ რატომ არ იძახებენ ეხლავე უნდა შეაჩვიონ ნაკრებს. მე ძმები ხორხელებიც მომწონს და რავი ბევრი რამეა რასაც არ ითვალისწინებენ.
მაროკო
20 მარტი 2023 10:34
3
სიზმარას ზღაპრები
20 მარტი 2023 10:27
6
ჩვენ არ ვიცით ფეხბურთელის ტრამვის შემთხვევაში რა პირობა, რა ვალდებულება არის დანიური გუნდის მხრიდან!
აქ ფინანსებს ეხება საქმე!
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა, იმედოვნებს იმით, რომ ხოჭოლავას შემცვლელს გამოძებნის და მიიღო გარკვეულ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში (ეს ეხება დანიურ გუნდს თუ უშუალოდ ხოჭოლავას)!
ჯანმრთელობა ვუსურვოთ ხოჭოლავას!
წარმატება საქართველოს ნაკრებს!
თემური
20 მარტი 2023 10:25
1
სწორია, რომ არ ჩამოდის და არ თამაშობს რუსეთუმე ფედერაციის ეგიდით
გივი
20 მარტი 2023 10:20
30
რად უნდა ბევრი პასუხის გაცემა მოუკითხე კეთილები )))
H
20 მარტი 2023 14:36
0
ბევრი წერა მეზარება თორე გაგცემდი საკადრის პასუხს მაგ რუსეთუმეობასთან დაკავშირებით,,ეხლა კიდე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ქართველმა გულშემატკივარმა რა ვქნათ უბალელშიკოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თუ არა??
გივის
20 მარტი 2023 10:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული