ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების დამარცხება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთის

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან გამართავს. ნორდები იქამდე, 25 მარტს, მალაგაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მომავალი შეხვედრისთვის მარბელაში ემზადებიან.

ორშაბათს ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა და მისმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სოლბაკენის თქმით, მიზნად ევროპირველობაზე გასვლა აქვთ დასახული, ზეწოლას განიცდიან, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ "ფურია როხასთან" დომინანტები იქნებიან, ბურთს ერლინ ჰოლანი და მარტინ ედეგორი იმდენჯერ ვერ მიიღებენ, როგორც კლუბში და ამ ფუფუნებას მოკლებული იქნებიან.

"ჰოლანი და ედეგორი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეულები
არიან. ადრე ასეთი ლიდერები ბევრი არ გვყავდა. თუმცა მხოლოდ მათი იმედი არ მაქვს, მთელი გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობთ. ბათუმში ჩასასვლელად ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს და აღდგენისთვის ორიოდ დღე გვექნება. ორი მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოსთან სამი ქულის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთთან. ეს ჩვენთვის საკვანძო თამაშია. ამოცანაა: ფრე მალაგაში და მოგება ბათუმში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან ვა-ბანკზე წავალთ.

ჰოლანი მაგარ სეზონს ატარებს, ნაკრებშიც მის მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს, სოლიდური იყო, ბოლო 8 მატჩში 9 თუ 10 გოლი გაიტანა", - განაცხადა სოლბაკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ