კვარაცხელია: მქონდა მინუსი, თუმცა თამაში გავაუმჯობესე - ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში ბათუმის "დინამოში" გატარებულ პერიოდზე, საკუთარ თავზე, "ნაპოლისა" და გულშემატკივრებზე ისაუბრა:

"ბათუმში თავდაჯერება დამიბრუნეს. ყოველ მატჩზე სავსე სტადიონი იყო. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ გუნდმა "ნაპოლიში" შემდგომ წასვლაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მუდამ გვერდში მიდგანან.

ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - როგორც მონღოლეთთან, ასევე ნორვეგიასთან. კარგი იქნება, თუ სავსე სტადიონზე
ვითამაშებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ხალხი სახლში ბედნიერი დაბრუნდეს. ვეცდებით, ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, ალბათ, თამაში გავაუმჯობესე, უფრო გუნდურად ვმოქმედებ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, თამაშს უფრო საკუთარ თავზე ვიღებდი. გუნდსა და ნაკრებში თამაშმა შედეგი გამოიღო. ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი.

როდესაც ნეაპოლში პირველად ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი კი ცუდს და როგორც კი თამაში დავიწყე, პირველი გოლი გავიტანე. ჩემში თავდაჯერებულობა ამაღლდა, რომ მეც შემეძლო კარგი, ბრწყინვალე ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მათ დონეზე ვყოფილიყავი, როგორი ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა.

წაგება არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში არ შემიძლია, მაგრამ თუ მოედანზე ვარ და ვაგებთ, ყველაფერს ვაკეთებ, უფრო აგრესიული ვხდები, მინდა აუცილებლად შემოვაბრუნო თამაში, გავამწვავო შეტევა და, ნაკრებს იქნება თუ გუნდს, დავეხმარო და წარმატება მოვუტანო.

ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, მშობლები თამაშობენ, ვინაიდან მათგან ყველაფერს სწავლობ. მეც ვცდილობდი და ვცდილობ, ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი, რაც ვფიქრობ, გამომივიდა. გარემოცვამ, მეგობრებმა, ახლო ადამიანებმა, ნათესავებმაც დიდი როლი ითამაშეს.

შეიძლება ყველა ადამიანს რაღაც მინუსი ჰქონდეს, ალბათ, მეც მაქვს რაღაც მინუსი. როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები, ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება გულშემატკივართან ვერ გადავიღო ფოტო. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან უნდა გამიგონ. მეც მეშლება ხოლმე მერე ამის გამო ნერვები, რომ მათთან რატომ არ გავჩერდი. ვეცდები, ყველა ადამიანი ჩემგან გახარებული იყოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ისე ამდენ ხალხში სპალეტის რომ არ ახსენებ ტეხავს.. მისი ხელი და მენტალიტეტი აშკარად დაეტყო
toti
24 მარტი 2023 11:12
20
მართლა მიკვირს ასე ახალგაზრდა უკვე ამ დონეზე წარმატებული ქართველი როგორ არის ასე თავმდაბალი, სრულად საქმეზე კონცენტრირებული და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითი.
ღმერთო ამრავლე ქართულ გენში და ჯიშში ასეთი ბიჭები და გოგოები, სპორტშიც და ნებისმიერ სხვა პროფესიაც.

გენაცვალე ხვიჩა! ერის სიამაყე კაცო!
ჩეტო
24 მარტი 2023 10:51
2
ცოტა მოკრძალება მართებს ფეხბურთელს,როცა საკუთარ თამაშს აფასებს...მქონდა მინუსიო და არა მინუსებიო...ის ერთი მინუსი გამოვასწორე და ახლა სრულყოფილი იგროკი ვაროოო...ასე თუ თვლის ცუდი კი არა ძალიან ცუდიაა..
ასეაა!!!!
24 მარტი 2023 09:40
26
ხვიჩა ახალგზრდბითვის მაგალითი ხარ თავდაუზოგავი შრომის და თავდადების
rembo
24 მარტი 2023 09:22
1
კარგი ბიჭია ძაან - თავმდაბალი და შრომისმოყვარე!
gogi
24 მარტი 2023 09:10
2
იშვიათი დიპლომატია, მოკრძალება და თავმდაბლობა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში და ამ მასშტაბის თავბრუდამხვევი წარმატებების ფონზე.. ოჯახს მადლობა ასეთი ბიჭის აღზრდისთვის..
გეგა
24 მარტი 2023 07:49
2
ფოტოს გადაღება მეც ძალიან მინდა და აქ ბევრია ჩემნაირი. ჩვენ გვესმის რომ შეუძლებელია ყველასთან ფოტოს გადაღება და ამაზე ნუ ინერვიულებ. შენ თამაშით გაგვახარე და ჩვენი მთავარი ოცნება აგვისრულე. ხომ გახსოვს ეს ოცნება? შენ მწვერვალზე უნდა ახვიდე, ჩვენ კი გავბედნიერდებით და ამით ვიამაყებთ. მიყვარხარ ხვიჩა. ❤️
G.LA
24 მარტი 2023 03:48
3
სურათის გადაღება კი კარგია, მაგრამ აი ვთქვათ 1000 კაცია და ყველას სურათის გადაღება რომ უნდოდეს. ხომ არ გაიხევა შუაზე ეს ბიჭი. იმ გულშემატკივარმაც გაიგოს, რომ გულშემატკივრობა სელფის გადაღება კი არაა ან იმით ტრიპაჩობა, რომ აი, ხვიჩას ვიცნობ ან იმას ვიცნობ. მე რომც ვიცნობდე, არ ვეტყოდი არავის. და რა ცნობა უნდა, გულიანი ბიჭია და მაგარი ფეხბურთელი, ამნაირი ადამიანის არც არაფერი შეგშურდება, რომ არსებობს უკვე მადლია მთელი ქვენისთვის, მეტი კი არაფერი.
ცოფიანი სპილო
24 მარტი 2023 03:27
2
კარგი შვილი ხარ, შემოგევლოს მთელი საქართველო, ხვიჩა!♥️
დუდუ
24 მარტი 2023 02:55
2
გამარჯვებები და ყველაფერი კარგი ჩემო კარგო და გადასარევო ხვიჩა, ძალიან ვაფასებ ამ საოცარ კაცს
კაპიტან გარდენბურგი
24 მარტი 2023 00:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული