კვარაცხელიას ფაქტორის გამო მეტოქე შესაწირ ბატკანს ჰგავს - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
25 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები 2023 წელს ამხანაგური მატჩით გახსნის, სადაც მონღოლეთის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. ამ მატჩიდან 3 დღეში ნორვეგიელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ვიწყებთ და ფიქრები უფრო იმ შეხვედრას უტრიალებს. უცხოური მედია უახლოესი დაპირისპირების შესახებ წერს.

Sportskeeda:

"ქართველებს გასული წელი ძალიან წარმატებული ჰქონდათ, როცა "ერთა ლიგაზე" 6 მატჩიდან ხუთში გაიმარჯვეს (ერთი ფრე) და უფრო ძლიერ, B დივიზიონში დაწინაურდნენ.

Sportall.Ge

ვილი სანიოლის განკარგულებაში ახლა 25 ფეხბურთელია. მათ შორისაა "ნაპოლის" 22 წლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მას ფანტასტიკური შედეგები აქვს - 19
სანაკრებო შეხვედრაში 10 გოლი!

მონღოლეთის ნაკრები 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი ეტაპის გამო იმედგაცრუებულია, რადგან კატარში გამგზავრება ვერ მოახერხეს. ახლა მათი მთავარი საზრუნავი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, სადაც ოქტომბრიდან ჩაერთვებიან და საქართველოსთან ტესტი ძალიან უნდა გამოადგეთ.

ეს ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. გასული წლის ნოემბერში მაროკოსთან მარცხის (0:3) შემდეგ ქართველების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. სანიოლის გუნდმა ბოლო ათიდან მხოლოდ 3 მატჩში ვერ გაიტანა. საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში განსაკუთრებით ძლიერია.

შესაძლოა, "ჯვაროსნები" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი არაა, თუმცა მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ და ამ ფაქტორის გამო მონღოლეთის ნაკრები შესაწირ ბატკანს ჰგავს, ეს აზიური ქვეყანა ხომ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია..."

Sportsmole:

"მონღოლთა იაპონელ მწვრთნელს აინტერესებს, მისი ნაკრების პროგრესი რამდენად რეალურია და ამის კარგი ბარომეტრი ქართველებთან დაპირისპირება იქნება. 

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს სოლიდური შემადგენლობა ჰყავს - "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ძალიან გამოცდილი კაპიტანი გურამ კაშია და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია... მონღოლეთის ნაკრების რიგებში 22 წლის ფორვარდი განბაიარ განბოლდია, რომელიც უნგრულ "პუშკაშ აკადემიას" ეკუთვნის. ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქისთვის, მინიმუმ, სამი გოლის გატანა უნდა შეძლოს..."

როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრს წერენ, თუმცა, გამორიცხული არაა, მას მონღოლეთთან დასვენების საშუალება მიეცეს.

altხვალ საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება

altრამდენი დრო მიეცემა კვარაცხელიას? - რთულად სავარაუდო შემადგენლობა...

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 12 /
მონღოლეთთან? ჯერ მოუგე მონღოლეთს და მერე წერე დამცინავი კომენტარები, არ დაგავიწყდეს, ბურთი მრგვალია......ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა ასეთი რამ, დინამო, თბილისში შახტიორს ხვდებოდა, თასი ახალი მოგებული ჰქონდათ, გუნდი დიდების მწვერვალზე იყო, სტარუხინმა თავით შეაგდო და წავაგეთ თამაში.......შახტიორს დინამო უგებდა სულ სახლშიც და სტუმრადაც. აუტსაიდერსაც აქვს ისეთი რაღაც რაც ლიდერს არ გააჩნია, ყველა მეტოქეს პატივისცემით უნდა შეხვედრა.
Ანზორი
25 მარტი 2023 18:09
0
კვარაცხელია გასაგებია მაგრამ უფრო დავითაშვილზე და ჩაკვეტაძეზე გააკეთეთ აქცენტი…
davit
24 მარტი 2023 19:47
0
ხვიჩა, ყველას უყვარხარ და მოუთმელად ველით შენს თამაშებს, როგორც მოუთმელნად ელოდნენ მიშა მესხის თამაშებს, მაშინაც კი, კარიერის დასასრულს თბილისის მეორე გუნდში რომ გადავიდა, ხალხი მის საყურებლად იარუსს იცვლიდა, ახლა შენით ვხარობთ, იმედია არავის გააწბილებ, პოლიტიკოსობას არ დაიწყებ და მუდამ ყველას საყვარელ ფეხბურთელად და ისეთივე კარგ ადამიამად დარჩები, როგორიც ახლა ხარ
პატრიოტი
24 მარტი 2023 18:09
3
ის უკვე არის პოლიტიკოსი, მან იმდენი კარგი გაუკეთა თავის ქვეყანას, რამდენიც არავის გაუკეთებია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პოლიტიკოსობა მარტო პარლამენტში სხდომა კი არაა!
დავით 67
25 მარტი 2023 00:49
0
ყოჩაღ ხვიჩა,
შემართება,დიდ ნიჭთან ერთად საკმაოდ ინტელექტუალიც არის,საკუთარ თავზე კარგად მუშაობს.
ერის საამაყო შვილი ხარ!
მაგრამ ამხანაგურებში შენი და ლიდერების თამაში არ გვინდა,არ გვჭირდება რაღაც ტრამვები,ნაკრების კანდიდატები- ახალგაზრდები უნდა ვათამაშოთ,მით უმეტეს მონღოლეთ-თან(?!)
კახაბერი
24 მარტი 2023 16:44
2
კვარასამც შაეწირებით, დარარი დირი დარაო! :)
ვვვ
24 მარტი 2023 15:04
6
რა კომენტარებია? ნეკაზს ძალიან ცუდი აქცენტი, პირველ რიგში. მეორე, ბატკნის შეწირვა ქართული ტერმინი გგონიათ? და მონღოლები რას წერენზ აი, მართლა არ მაინტერესებს, რა უნდა თქვან?
გიორგი არგენტინა
24 მარტი 2023 14:30
1
შესაწირი ბატკანი ევროპული პრესის ტერმინია? ეგრე ეწერათ?
გია
24 მარტი 2023 14:08
4
ადმინ. დაწერე მონღოლური საიტები(თუ არსებობს ასეთი რამ) რას წერენ ამ თამაშზე
ვანჩოპე
24 მარტი 2023 13:52
4
ნიკა ბასილაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს უნდა ჩაუტაროს ლექციები თემაზე: "გაახილეთ თვალები, ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან ნეკა დურაკაშვილები".
ქ. გ.
24 მარტი 2023 12:42
10
ეგ რისი ჩამტარებელია მაგის ხმა არავის გაუგია, ეგეთი უღიმღამო ვარსკვლავი მე ჯერ არ მინახავს
toti
24 მარტი 2023 16:08
10
ვფიქრობ სანიოლი აუცილებლად ათამაშებს ხვიჩას. თამაშიც საჭიროა ტონუსისთვის და ხვიჩას გოლებიც უნდა გაიზარდოს ნაკრებში.
G.LA
24 მარტი 2023 11:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული