ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კვარაცხელიას ფაქტორის გამო მეტოქე შესაწირ ბატკანს ჰგავს - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
25 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები 2023 წელს ამხანაგური მატჩით გახსნის, სადაც მონღოლეთის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. ამ მატჩიდან 3 დღეში ნორვეგიელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ვიწყებთ და ფიქრები უფრო იმ შეხვედრას უტრიალებს. უცხოური მედია უახლოესი დაპირისპირების შესახებ წერს.

Sportskeeda:

"ქართველებს გასული წელი ძალიან წარმატებული ჰქონდათ, როცა "ერთა ლიგაზე" 6 მატჩიდან ხუთში გაიმარჯვეს (ერთი ფრე) და უფრო ძლიერ, B დივიზიონში დაწინაურდნენ.

Sportall.Ge

ვილი სანიოლის განკარგულებაში ახლა 25 ფეხბურთელია. მათ შორისაა "ნაპოლის" 22 წლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. მას ფანტასტიკური შედეგები აქვს - 19
სანაკრებო შეხვედრაში 10 გოლი!

მონღოლეთის ნაკრები 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი ეტაპის გამო იმედგაცრუებულია, რადგან კატარში გამგზავრება ვერ მოახერხეს. ახლა მათი მთავარი საზრუნავი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, სადაც ოქტომბრიდან ჩაერთვებიან და საქართველოსთან ტესტი ძალიან უნდა გამოადგეთ.

ეს ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. გასული წლის ნოემბერში მაროკოსთან მარცხის (0:3) შემდეგ ქართველების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. სანიოლის გუნდმა ბოლო ათიდან მხოლოდ 3 მატჩში ვერ გაიტანა. საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში განსაკუთრებით ძლიერია.

შესაძლოა, "ჯვაროსნები" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი არაა, თუმცა მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ და ამ ფაქტორის გამო მონღოლეთის ნაკრები შესაწირ ბატკანს ჰგავს, ეს აზიური ქვეყანა ხომ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია..."

Sportsmole:

"მონღოლთა იაპონელ მწვრთნელს აინტერესებს, მისი ნაკრების პროგრესი რამდენად რეალურია და ამის კარგი ბარომეტრი ქართველებთან დაპირისპირება იქნება. 

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს სოლიდური შემადგენლობა ჰყავს - "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ძალიან გამოცდილი კაპიტანი გურამ კაშია და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია... მონღოლეთის ნაკრების რიგებში 22 წლის ფორვარდი განბაიარ განბოლდია, რომელიც უნგრულ "პუშკაშ აკადემიას" ეკუთვნის. ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქისთვის, მინიმუმ, სამი გოლის გატანა უნდა შეძლოს..."

როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრს წერენ, თუმცა, გამორიცხული არაა, მას მონღოლეთთან დასვენების საშუალება მიეცეს.

altხვალ საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება

altრამდენი დრო მიეცემა კვარაცხელიას? - რთულად სავარაუდო შემადგენლობა...

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

ასევე დაგაინტერესებთ