სანიოლი: დროა ნაკრებმა მიქაუტაძისგან სარგებელი მიიღოს - ხვალ კარს ლორია დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

მატჩის მასპინძელ ქალაქში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა:

"მონღოლეთის ნაკრები სხვა კონფედერაციას წარმოადგენს და მეტოქის შესახებ ბევრი არ ვიცით. ვუყურეთ მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს და კონკრეტულ დეტალებს ფეხბურთელებს ვუზიარებ. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მეტი ითამაშეს, ზოგმა ნაკლები. იქნება როტაცია,
რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვის არის. ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ. ეს იქნება ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრა, ყოველთვის მოგება მსურს. შედარებით უცნობ მეტოქესთან თამაშშიც, მოთამაშეებისგან ანალოგიურ დისციპლინას და მიდგომას ველი. გულშემატკივრებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ.

ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძეზე და მის თამაშზე გარკვეული კომენტარი გავაკეთე. ვფიქრობ, მან სწორად გაიგო ჩემი სიტყვები. ერთი წლის განმავლობაში პროგრესირებს და დროა ეროვნულმა ნაკრებმა მისი კარგი სათამაშო ფორმისგან სარგებელი მიიღოს. შესაძლოა, ის ტიპიური 9 ნომერი არ არის, თუმცა საკმაოდ ძლიერი და სწრაფია. მას შეუძლია ითამაშოს თავდასხმაში, შესაძლოა, არა ერთადერთ ფორვარდად, არამედ სხვა მოთამაშეებთან წყვილში. მოახლოებულ შეხვედრებში, ექნება შესაძლებლობა მაჩვენოს მე და მთელ საქართველოს, რამდენად უკეთესი გახდა ამ წლის განმავლობაში.

ხვიჩას შესანიშნავი პროგრესი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ის დიდებულ კლუბშია ფანტასტიკურ მწვრთნელთან. უკეთესი ხდება და იმაზე მეტს აღწევს, ვიდრე მისგან ელოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, თუმცა თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს ხვიჩასთან ერთად და არა მხოლოდ ხვიჩა. ის არ არის ერთადერთი ამ გუნდში. ვგრძნობ, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. ხვიჩა ახალგაზრდაა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შესანიშნავი ხასიათი აქვს და შრომისმოყვარეა. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. ყველას გვინდა, რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს.

ლუკა გუგეშაშვილი ადრეც იყო ჩვენთან ერთად, თუმცა იმ დროს კარგი ფორაში არ იმყოფებოდა. მისმა ბოლოდროინდელმა პროგრესმა დამარწმუნა, რომ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. მან გვაჩვენა, რომ სრულიად განსხვავებული მეკარეა. ვფიქრობ, კარგი პერიოდი აქვს და, ასე თუ გააგრძელებს, მომავალში მზად იქნება ნაკრებს დაეხმაროს. რამდენიმე თვის წინ, ლორია იყო პირველი ნომერი, თუმცა მამარდაშვილმა და კუპატაძემაც მიიღეს სათამაშო დრო. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს და ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება.

გაბრიელ სიგუა ძალიან ახლაგაზრდაა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვარჯიშებზე ცოტა მორიდებულია და ეს ნორმალურია. მას დრო სჭირდება. ჩვენთან ერთად რადგანაა, ნიშნავს რომ მჯერა მისი შესაძლებლობების. ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება, რათა უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. გარდა მესამე მეკარისა, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს ექნება მოედანზე გასვლის შესაძლებლობა უახლოეს მატჩებში. არ ვიცი რამდენი წუთით, მაგრამ მას ექნება პატივი ჩაიცვას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ. პირველი ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩავატარეთ, თუმცა შვედეთთან შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, სწორედ ამან მოგვცა დამატებითი მოტივაცია თამაშის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მოახლოებულ მატჩებშიც ასე იქნება. გუნდის ბოლოდოინდელმა შედეგებმა მოლოდინი გაზარდა, თუმცა გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 19 /
მაროკოსთან ჩაისვ არა,მსოფლიოს წინ,ამხანაგურში,ახლა მონღოლეთი აირჩიეს,რაც უფრო იაფი,მუქთა უჯდებათ ,ამხანაგურში მათთან აიღებენ,28-ში,ევროპაზე გასასვლელი თამაში აქვთ,რა დროს როტაცია,აქამდე რას აკეთებდა?მამარდაშვილი გყავს ლა ლიგიდან და ლორიას ათამაშებს,ლოჩოშვილი გყავს სერია A-დან და დაცვაში გამოუცდელობის ათამაშებს,ამხანაგურშიც და ოფიციალურშიც ერთმა გუნდმა სასურველია ითამაშოს,შედეგს ალბად ისევ კვარაცხელია,მიქაუტაძე,ჩანკვეტაძე თუ დადებენ? ნორვეი დღეს დღეობით,ჩვენზე ნაკლებად არ თამაშობენ,ვეჭვობ არასასურველი ნახევარი გუნდის უადგილო როტაციით,მონღოლეთთანაც არ გაგვიჭირდეს,მწვრთნელი ვერ არი,ტოპ ათეულშიც კი- ევროპაში,ბიჭები ნიჭიერებია,გუნდი სუსტია....
მ.ზ.
25 მარტი 2023 16:23
15
არა ამასაც ხომ ტალანტი უნდოდა რომ მონღოლეთი მოეძებნათ :)
SS
25 მარტი 2023 15:59
3
სს რატომ არ აქცევთ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ შესარჩევი ტურნირი დაიწყო და ნაკრებები ამ ტურნირში არიან ჩართულები და ამხანაგური შეხვედრისთვის არავის სცალია. ამხანაგური კი რეგლამენტიდან გამომდინარე უნდა ჩაატარო.
ჟორა
25 მარტი 2023 21:10
0
რა უნდა მივიღოთ მონღოლებიდან და....
.. რაც მაგათ სისხლიგვადინეს, ერთიანად ამოვიყრით ჯავრსაო, კარებში იდგება ბებერი ლომი ლორია! დანარჩენები მოედნის ნაპირას ჩასაფრდებიან და... ეგენი ეგრე არ გვიგებდნენ? ვითომ გარბოდნენ და თურმე მორბოდნენ ტოო!
ნეტა წავაგოთ, თან ისე წავაგოთ, რომ სამარცხვინო დასაცინები გავხდეთ, მაშინ ხომ მოხვალთ აზრზე და ის გაბერილი ამბიციები რაც გაქვთ მიწაზე დაეშვება?
ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა და ეგრევე მოინდომეთ გალაქტიკის მოგება ხომ? დანარჩენები ას მეტრსაც ვერ დარბიან, ენას აგდებენ ძაღლებივით, მაგათ უნდა ერქვათ სპორცმენები და ხრამოი ჟორიკას კრიმინალი? მთელი დღე მეძებარივით დარბის კაცი,..
კ ო მ ბ ლ ე
25 მარტი 2023 12:49
24
ყველაფერს მაგრად აზრიანად უდგება სანიოლი და მართლა მაგარი პროფესიონალია. ყველა კითხვვაზე ლოგიკური და ამომწურავი პასუხი აქვს, არც ავტორიტეტებს ერიდება (ან მაგაზე მეტი ავტორიტეტი აქ ვის აქვს რო?) და არც თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთება უჭირს. და არც ვიღაცეების მერკანტილურ მოსაზრებებს უსმენს, გამოვლენ და პროფესორობენ, ეს რატო თამაშობს და ის რატომ არაო. ბრავო ვილი! მომწონს ამ კაცის მიდგომა და შედეგს ასე უფრო მივიღებთ.
ბს
25 მარტი 2023 11:59
1
მონღოლეთს რატო
ვეთამაშებით, არანაირი სარგებელი არ იქნება ამ შეხვედრიდან, ვინმე არ დაიმტვრეს თან ესეთ თამაშებში, ეხ ვინი ვაკემ აზროვნება შეგიცვალა ჯიგარო.
აბუ
25 მარტი 2023 11:22
8
რა უნდა მივიღოთ მონღოლეთთან დაპირისპირებისას და დღეს წმ.მეფე დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეა, გააგრძელე საქართველოს ისტორია
იეა
25 მარტი 2023 11:16
1
მონღოლებთან თამაშს ან თბილისის ან ბათუმის დინამოსთან ეთამაშათ ჯობდა.უხეშობა მაინც არ იქნებოდა.დღეს ნახეთ,ძალიან უხეში გუნდია მონღოლები
კახა ქ.
25 მარტი 2023 10:57
3
ვერ ვხვდები ლორიას რაიმე პერსპექტივა აქვს მომავალ თამაშებში,თუ ფეხბურთის ფედერაციის აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს და ამიტომ თამაშზე უარს ვერ ეუბნებიან?
რიგითი გულშემატკივარი
25 მარტი 2023 10:13
29
ვენაცვალე ოპონენტებს სანაკრებო სტრატეგია-ტაქტიკის ღრმა ცოდნაში.
რიგითი გულშემატკივარი
25 მარტი 2023 18:35
1
ეს ნაკრებია და არა კლუბი სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს, გაზარდონ და მერე ძვირად გაყიდონ. ნაკრებში იმ კონკრეტულ მომენტში 50 წლის ფეხბურთელი რომ იყოს უკეთესი ის უნდა ათამაშო, სწორად იქცევა სანიოლი ;)
მიშა
25 მარტი 2023 12:58
0
ყველა გამოხმაურება
Ეროვნული ლიგა 2 ის დონეა მონღოლეთი,რა უნდა მივიღოთ ამ მატჩიდან ვერ ვხვდები.
Რერო
25 მარტი 2023 08:20
2
გახურდებიან ბიჭები ნორვეგიისთვის
tazo
25 მარტი 2023 13:23
1
არ მომწონს როცა მოწინააღმდეგეს ზემოდან უყურებენ. მაგ ლოგიკით არც ჩვენ არ უნდა გვეთამაშონ ტოპ ნაკრებები.
კაირა
25 მარტი 2023 10:45
3
ხვიჩა არ ათამაშოთ ხვალ, გთხოვთ
გიო
25 მარტი 2023 00:36
10
ბატონო დავით, სად უყურეთ მონღოლების ფეხბურთს, რა იცით რომ უხეშები არიან?! მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც საინტერესოა? მგონი ხვიჩამ და ნაკრებმა იმ შემადგენლობით და იმ სქემით უნდა დაიწყონ თამაში, რმელი სქემაც იქნება ძირითადი ნორვეგიასთან შერკინებაში!
aburjga
25 მარტი 2023 10:16
5
მეც ეგრე ვფიქრობ. არაა საჭირო მონღოლებთან მისი თამაშით გარისკვა. უხეში გუნდია
დავით 67
25 მარტი 2023 01:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული