ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
მონღოლეთთან ბათუმში მოგებულ ამხანაგურ მატჩში (6:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და კარგია, რომ ეს მოვახერხე. ნავსი გატყდა და იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან.

წინ ნორვეგიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებას გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
"ნავსის" გატეხვას და გოლ - ე - ბ - ი - ს გატანის დაწყებას გილოცავ გიო! ასე გააგრძელე, თორემ მარტო კვარას გაუჭირდება ქართული საქმის კეთება!
ვაჟა მასწავლებელი
21:57 25-03-2023
1
Მიდი ჩაკვე არ დანებდე,გილოცავ.ყველაფერი წინაა.
Რერო
21:57 25-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული