ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მატჩის დღე - რა შეგვიძლია დიდი ფეხბურთელით და გუნდურად - პროგრესის განმტკიცების დროა!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

Sportall.Ge

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

Sportall.Ge

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

Sportall.Ge

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

ასევე დაგაინტერესებთ