შეკრების მეოთხე დღე - ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესს დღეიდან ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდნენ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

უახლოეს ორ დღეში ნაკრებს შემადგენლობაში დასახელებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე გუნდთან ერთად კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.

ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 11 ივნისიდან შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე:
გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
კიტეიშვილს ტრავმა არა აქვს?
1408
18:56 09-06-2023
2
2 ფორვარდით უნდა ვითამაშოთ, მგონი ასე გადაწყდა...
ლაშა
14:50 09-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული