შოტლანდიელთა მწვრთნელი: ქართველებს უმძიმესი ნაკრები ჰყავთ და დაცვაში ყურადღებით თამაში გვმართებს

AutoSharing Option
20 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, შოტლანდია საქართველოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა ისაუბრა:

„სასიამოვნო იქნება „ჰემპდენ პარკზე“ ოვაციების თანხლებით გასვლა, სადაც ბოლომდე გვიქომაგებენ. შეხვედრას მოუთმენლად ველით, იმ შედეგის იმედი გვაქვს, რომელსაც ველოდებით და იმედია, წარმატებულ სერიას გავაგრძელებთ.

ესპანეთის და ნორვეგიის ძლევა კარგი იყო, თუმცა მოდუნების და მოწინააღმდეგის უპატივცემულობის შემთხვევაში დაისჯები. საქართველო მეოთხე კალათის საუკეთესო გუნდი იყო. მაშინვე ვთქვი, რომ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით.

ქართველებს უმძიმესი ნაკრები ჰყავთ, ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1
წააგეს. კვიპროსში მოგება ადვილი არაა, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, განსაკუთრებით, შეტევაში და ამდენად, მათთან დაცვაში კარგად თამაში გვმართებს. როგორც ღია, ასევე მეტ-ნაკლებად ჩაკეტილი თამაშისთვის მზად ვართ“.

მკითხველის კომენტარები / 29 /
4 0 1000 დოლარი დაიდო
aron
19:35 20-06-2023
0
გინება რა საკადრისია ყველას მისი აზრი აქ, მარა დაწერე აწი მოვიგებთო შენი რამიდის, თან ხომ გაგიგია შეძახილმა ხე გაახმოო.DDD
fani-s
12:10 20-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული