მოგეხსენებათ, საქართველო, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, 21 მარტს, სწორედ ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება. მოტა პორტუგალიელია, თუმცა ლუქსემბურგში, ნიედერკონში დაბადებული და გაზრდილია.
ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა და ეს ადრე ლუქსემბურგელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც აღნიშნა, რის გამოც ჩვენს მომავალ მეტოქეს უარს ეუბნებოდა, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, რაც ალბათ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მონაწილეობის შანსის დიდი დამსახურებაა.
დანი მოტა 2019/21 წლებში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 16 შეხვედრაში 7 გოლიც შეაგდო, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში არ უხმობენ.
ის ერთი ხანობა ტურინის "იუვენტუსშიც" ირიცხებოდა, თუმცა "ვეკია სინიორას" მთავარი გუნდის მაისური არასდროს მოურგია.
მოტას უთამაშია "ენტელასა" და "სასუოლოშიც". ის 2019 წლიდან "მონცას" წევრია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მას გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 29 დაპირისპირებაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
ამ უვარგისი ფედერაციის წყალობით მათთან შეხვედრაში სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე გამოგვაკლდა