სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.
ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..
აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.
ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.
ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.
ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები.
რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...
თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..
იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..
ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...
კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ფაქტებს რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, დავიწყებ მაკედონიასთან წაგებული ფინალით:
1. კვარაცხელიას და შენგელიას უეცრად აღმოუჩინეს კოვიდი
2. არაბიძე გამოძახებული ყავდათ და შემადგენლობაში არ დააყენეს-რასაც მოჰყვა კონფალიქტი
3. ხალხი არ შეუშვეს სტადიონზე, რომ ერთად შეკრებული მასის რისხვა აერიდებინათ, თუმცა შეეძლოთ 20 ათასამდე გულშემატკივარი შეეშვათ
ახლა ლუქსემბურგთან თამაშის წინ
1. კვარაცხელაის დისკვალიფიკაცია ბოლო 5 თამაშში 3 ყვითელი მიიღო 82, 75 და 90-ე წუთებზე. არააფრის მომცემ თანაშში დააყენეს ეგეც და ჩაკვეც როცა ორივეს 2-2 გაფრთხილება ქონდა უკვე (კიდევ კარგი ჩაკვემაც არ მიიღო ყვითელი) და შეგვეშალაო წესების ცოდნაშიო
2. არაბიძის და აზაროვის არ გამოძახება-როცა შეტევაში ასე გვიჭირს. არაბიძე ქვილითაიას ან მექვაბიშვილს აღარ ჯობია? გამოეზახებინა და ხალხს სალაპარაკო მაინც არ ექნებოდა-მაგრამ არ აწყობთ არაბიძე არ დაემორჩილება მაგათ და ვაითუ გოლიც გაიტანოს წყალში ჩაეყრებათ გეგმაც. აღარაფერს ვამბობ აზაროვზე, რომელიც გადამწყვეტი თამაშის წინ აღმოჩნდა უხეირო მცველი მანამდე კი ბოლო ორ თამაშში შოტლანდიასთან შეცვლაზე გამოიყვანა ხოლო ესპანეთთან კი სასტარტოში იყო
ეტყობა ბარსელონასთან ირაკლის კარგი თამაში არ მოეწონა შეტევაში :)
ეს რაც შეეხება ნაკრების მიზანმიმართულად შესუსტებას. ახლა გაყიდვის მოტივაციაზე ვისაუბროთ:
უეფა თითოეულ ნაკრებს ვინც ევროზე გავა 9 მილიონ 250 ათას ევროს უხდის-მაგრამ ეს ფული ოფიციალურია და მაგის "გალევებას" დიდი შაარი შეიძლება მოყვეს და რთულია.
ახლა ვინაა მყიდველიო-ლუქსემბურგი პატარა მაგრამ უმდიდრესი ქვეყანაა-ცნობისათვის ერთ სულ მოსახლეხე მთლიანი შიდა პროდუქტი 130 ათასი აქვთ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 5 ათასი დოლარია ანუ 26-ჯერ მდიდრები არიან. ბანკების ქვეყანაა და რაც საქართველოს ბანკებბში ნასესხები სახსრები შემოდის დაახლოებით ნახევარი ლუქსემბურგიდან მოდის. ასე რომ მაგათ ფული არ უჭირთ და ამ თამაშის ფასი მინიმუმ 2-ჯერ მეტი მაინც იქნება ვიდრე ისედაც მიიღებს მოგებული უეფასაგან
ახლა გადახედეთ ჩამოთვლილ ფაქტებს და გჯერათ რომ ამდენი შემთხვევითი დამთხვევა ხდება?
ნეტავ ვცდებოდე და მოვუგოთ ლუქსემბურგს-ბედნიერი ვიქნები, მაგარმ ვეჭვობ დაიწყება ისევ ბურთის უაზრო თრევა განივი და უკან პასებით, სახიფათო მომენტის შექმნის გარეშე და ისევ დაგვიჭერენ კონტრშეტევაზე და მაგით დამთავრდება ყველაფერი და ეს ფედერაციის ნამუსზე იქნება
მართალი გითხრა ადრე მეც რომ მესმოდა "თამაში გაყიდულიაო" მეც ვღიზიანდებოდი და არაკომპეტენტური ადამიანების მიერ ყურით მოთრეულ დაუსაბუთებელ არგუმენტად მეჩვენებოდა
მაგარმ ამდენი ფაქტის დამთხვევა ლოგიკურ მიზანმიმართული ნაბიჯების ჯაჭვს ქმნის, რაც საფუძვლიანად გვაფიქრებინებს რომ მართლაც შეთქმულებაა და მოტივაცია რა უნდა იყოს თუ არა ანაგარება?, რადგან:
ლუქსემბურგს, რომც გაცდენ საბერძნეთის დამარცხების იმედი არა აქვთ და გარდა მაგისა ბერძნები ფულს არ გადაიხდიან, რადგან ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი ნაკრების შედეგებიც აქვთ და ამბიციაც.
ამიტომ საბერძნეთთან რომ წააგონ არც უეფასგან შეხვდებათ ის 9 მილიონი და დარჩებიან ხელცარიელნი-ამიტომ პირდაპირ ნახევარფინალს გაყიდიან, მით უმეტეს ლუქსემბურგს ფული არ უჭირს, ჩვენი სავარაუდოდ რიდი და შიშიც აქვთ და თანაც ჩვენ თუ გაგვცდნენ ფინალს სახლში ითამაშებენ და იქ ყველაფერს ეცდებიან
მოტივაცია ორივე მხრიდან (ჩვენიც და ლუქსემბურგის მხრიდან მგონი ნათელია)
ახლა რაც შეეხება არაბიძის არ გამოძახებას -მაკედონიასთან თამაშის შემდეგ კონფლიქტის დროს მწვრთნელი ვაისი იყო და ახლა სანიოლია, შესაბამისად არაბიძე თუ აგინებდა ხელმძღვანელობას იმ ხელმძღვანელობიდან ფედერაციის მესვეურები არიან დღესაც, ასე რომ სანიოლს არც წყენა არ ექნება მის მიმართ-უბრალოდ ფედერასტების ბრძანებას ასრულებს და ამიტომაც უნდა აგოს შედეგზე პასუხი ფედერაციამ გარდა იმისა, რომ ხვიჩას ყვითლებთან დაკავშირებით "ადამიანური შეცდომა" :) მოუვიდათ?! ხომ თქვეს შეგვეშალა და გვაცალეთო ხოდა ვაცლით ლუქსემბურგთან თამაშშ და თუ ვერ მოვიგეთ უნდა გადადგნენ
ისე ლაშა ჯაკობია ლუქსემბურგში მოღვაწეობს ერთ ერთ საფეხბურთო მენეჯერულ კომპანიაში-ეს ისე ცნობისათვის...
ისე არ გიფიქრიათ, რომ რატომღაც სამ გადამწყვეტ თამაშში ხვიჩა არც ერთხელ არ ყოფილა? მაკედონიასთან კოვიდი, ახალგაზრდულ ევროზე -"დაღლა" (მაშინაც არ შეიყვანეს ხვიჩა განაცხადში-ნახევარი საათი რომ ეთამაშა იმის ძალაც არ ქონდა? შეეყვანთ განააცხადში იქნება ისრაელისთვის მოგვეგო და ოლიმპიადაზე გავსულიყავით?) ახლა კიდევ ყვითლები აკრიფა თან ბოლო 90-ე წუთზე მოასწრო ესპანეთთან და მსაჯთან კამათის გამო თითქოს 2 ბურთის სხვაობით არ ვაგებდით და თუნდაც ფრის მიღწევის ეშხში იყო, მაგ არაფრის მომცემ თამაშში
ზუსტად კვარას ნაირად მოიმიზეზა დაღლილობა მიქაუტაძემაც-თითქოს ერთმა ადამიანმა დაუწერა ორივეს პასუხი და ამათმა გაახმოვანეს
ისე ვიღაცამ დაწერა რომ პოლიტიკაა და სანამ მოსკოვიდან დაბრო არ იქნება ვერსად გავალთო
შეიძლება ასეც არის ისე ორკესტრირებულად ჩანს ყველა ეს ფაქტი და ვითომ "დამთხვევა".
ჰოდა თუ ბოსები პოლიტიკის გამო უბრძანებენ ფედერასტებს რაღა რჩებათ უნდა შეასრულონ ბრძანება და თან ამ შესრულებას თუ მატერიალური სიკეთეც მოჰყვა რა ჯობია მაგას, როგორც რუსები იტყვიან и волки сыти и овцы целы -ო
მაინტერესებს ისევ სისულელე და შეთქმულების თეორია გგონია ეს ყველაფერი?
ბოტს კი პასუხს მივწერ ცოტა მოგვიანებით
რავა ყველა შიფერდაცურებული შემოეხვიეთ გარშემო, ვერ გავიგე, ბოლო ბოლო ვაგებთ, თუ ჯერ არ ვიცით?