"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა "შუადღე ქუთაისის" ეთერში განაცხადა, რომ ის ნაკრებში გიორგი არაბიძეს გამოიძახებდა.

როგორც მან აღნიშნა, არაბიძე ძალიან კრეატიული ფეხბურთელია და ასეთი მოთამაშე ნაკრებს გამოადგება.

"მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო, გიორგი არაბიძეს ნამდვილად გამოვიძახებდი! მე შეხება მქონდა არაბასთან კონკრეტულად მოედანზე. ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ხასიათი ყველას ცუდი გვაქვს…

ისეთ კრეატიულ ფეხბურთელს, როგორიც არაბიძეა, მოედანზე 5 წუთით რომ შეიყვანო, რაღაც არაორდინარულის მოფიქრება შეუძლია.

თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ სანიოლმა შეცდომა დაუშვა, მის კომპეტენციაში ჩარევის
უფლება არ გვაქვს. უბრალოდ, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება, არაბიძის შესახებ ნაკრების დღევანდელ მწვრთნელზე მეტი ვიცი", - თქვა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გავიგე, რომ მწვრთელს აქვს თავისი ხედვა, რომ მას აქვს უფლება,მოსილება, რომ მისი გადასაწყვეტია, რომ მას არ უნდა ვუბრძანოთ რა გააკეთოს და ა.შ. მოვისმინე მოსაზრებაც (რასაც აქვს არსებობის უფლება), რომ რაბიძე ბოლომდე არ ირჯება, რომ რთული ხასიატი აქვს, რომ აჭარბებს ინდივიდუალიზემით, რომ არ ჯდება მწვრთლეის სქემაში და თვითნებურია და.შ.

დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ვინმეს შეუძ₾ია უარყოს რომ ნიშიერია და შეადარეთ საერთო დონეს და შემადგენლობას ნაკრებისას - ყველაზე ნაკლები არაბიძეა მათ შორის?

ეღთხელ მაინც, რომ შეიძლება მისცე შანსი, თუნდაც საცდელად და არა გადამწყვეტ მატჩში, ასე კატეგორიულად (იმპერატიულად) სულ მოიძულო შეიძლება? აი ეს ვერ გავიგე?

კეთროვანია, მოკვეთილითუ და კოლექტიურად დაწყევლილი? ერთხელაც არა კაცო? ამხანაგურშიც არა? ვარჯიშზეც არა? კარგი რააააა
ვიკითხე ისე.....
16:08 20-03-2024
6
აქ სანიოლი კი არა ქართველების ხელი მეტი მგონია, ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს. კვარაცხელიას დროს ადმიანური შეცდომაო და არაფერი, არაბიძეს კი ხასიათს უწუნებენ, მოკლედ კვლავ კაბინეტომანია.
სამწუხარო რეალობა
14:48 20-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული