როგორც იცით, სწორედ 31 წლის ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი საბერძნეთის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც, "ჯვაროსნები", ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.
"გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც. გალიდანაა. ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.
მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ
კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.
მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.