საქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება.

2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა
ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რა მართლა ტეხავს, ევროპა ხო არ მოვიგეთ, ბანანების ქვეყანა ხო არ ვართ არა, რა ცერემონია, შემოვევლე ჩვენ პატრიპტ ბიჭებს კარგი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ცერემონია და გამოსვლები სრული გოიმობა
გოგა
08:36 02-07-2024
8
ვისაც გეწყინათ რჩევას მოგცემთ: ნუ უყურებთ! ვისაც გვიხარია გაგვატარეთ და გვაცალეთ მოვესიყვარულოთ ჩვენს ნაკრებს!
ბოღმისტებს: ჯიბოს, გოგას და მათნაირებს!
11:56 02-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული