უკრაინელი ექსპერტი საქართველოსთან მატჩზე: ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს

AutoSharing Option
წარსულში უკრაინაში ცნობილმა მწვრთნელმა ოლეგ ფედორჩუკმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, უპასუხა კითხვაზე, თუ როგორი მოლოდინი აქვს მათი ქვეყნის ნაკრების ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებზე:

"ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს. ჩვენი გუნდის ლიდერები ფორმაში არ არიან. არ შეიძლება ითქვას, რომ დოვბიკი "რომაში" ბრწყინავს, მეორე სტაბილურ თავდამსხმელს კი ჩვენთან ვერ ვხედავ. ჩანს, რომ არცთუ კარგ კონდიციებშია ზინჩენკო "არსენალში". მუდრიკი "ჩელსიში" ცოტას თამაშობს. თუ საქართველოსთან ფრედ ვითამაშებთ, მაშინ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად შანსები არ გვექნება. ვფიქრობ, ქართველებთან მაინც ფრედ ვითამაშებთ, ხოლო ალბანეთს მოვუგებთ,
მაგრამ ეს გამარჯვება ელიტურ დივიზიონში გადასასვლელად საკმარისი არ იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგრე იძახდით წინა თამაშზე და კი მოგვიგესსს და ეხლაც იგივე არ გამეროდეს მაგის მეშინია სიმართლე გითხრათ მაგრად გაგვიჭირდება.... უფალი ფარავდეს მთელ ქართველ ერსს ცუდების გარდა...
mogalateebs
00:28 06-11-2024
1
შენ გაგიმარჯოს მაგ შენს ცუდ მოლოდინებში...
დდდ
21:43 05-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული