აღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია - სომხეთთან რევანშის იმედით

AutoSharing Option
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში. პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, A დივიზიონში აღზევებასთან ახლოს ვიყავით და გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით.

საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი
- ესტონეთი.

Sportall.Ge

სომხეთი B ლიგაში გადავიდა, მაგრამ იქ ადგილი ვერ შეინარჩუნა, ხოლო ახლა ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა.

სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ C ლიგიდან პლეი-ოფის საგზურის მოპოვება გაცილებით იოლია, რაც არასწორია, რამეთუ იმის გამო, რომ მომავალი ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში გაიმართება და მასპინძლები ავტომატურად დაიშვებიან ტურნირზე, C ლიგიდან შეიძლება პლეი-ოფში არცერთი გუნდი არ დაუშვან, ან უკეთეს შემთხვევაში საგზურები მინიმუმამდე შემცირდეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგ სუფრას ვკისრულობ, ვინც ზურა 22 ის ვინაობას ან ტელეფონს მეტყვის.
სურამი
09:41 23-11-2024
1
როდის არის თამაშები? მარტში?
ჰოდა დანიშნეთ ბათუმში, გესმის ფედერაცია?

ბ ა თ უ მ შ ი !
ალლლლო!
07:30 23-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული