აღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია - სომხეთთან რევანშის იმედით

AutoSharing Option
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში. პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, A დივიზიონში აღზევებასთან ახლოს ვიყავით და გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით.

საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი
- ესტონეთი.

Sportall.Ge

სომხეთი B ლიგაში გადავიდა, მაგრამ იქ ადგილი ვერ შეინარჩუნა, ხოლო ახლა ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა.

სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ C ლიგიდან პლეი-ოფის საგზურის მოპოვება გაცილებით იოლია, რაც არასწორია, რამეთუ იმის გამო, რომ მომავალი ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში გაიმართება და მასპინძლები ავტომატურად დაიშვებიან ტურნირზე, C ლიგიდან შეიძლება პლეი-ოფში არცერთი გუნდი არ დაუშვან, ან უკეთეს შემთხვევაში საგზურები მინიმუმამდე შემცირდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგ სუფრას ვკისრულობ, ვინც ზურა 22 ის ვინაობას ან ტელეფონს მეტყვის.
სურამი
23 ნოემბერი 2024 09:41
1
როდის არის თამაშები? მარტში?
ჰოდა დანიშნეთ ბათუმში, გესმის ფედერაცია?

ბ ა თ უ მ შ ი !
ალლლლო!
23 ნოემბერი 2024 07:30
3
მართალი ხარ, წვიმა იქნება ისეთი... შენი მოწონებული)))
ბს
24 ნოემბერი 2024 13:04
0
ზურა222-ს. რა საცოდავი ხარ!!

დაწერე ერთხელ მაინც ჩემსავით ასე და დაგიჯერებ რომ საქართველო შენი სამშობლოა.

დიდება საქართველოს. სიკვდილი მტერს. საქართველის გაუმარჯოს.
G.LA
23 ნოემბერი 2024 01:05
2
გავარდეთ მერე იქიდან კიდე გავალთ
Soso
22 ნოემბერი 2024 19:57
46
მე მგონია სომხებთან შანსი არ გვაქვს და დავქვეითდებით დაბლა
G.LA
22 ნოემბერი 2024 19:52
105
სომხებთან არ გვაქვს შანსი ანუ თქვენთან ეგრე გამოდის ?
არტუარა
22 ნოემბერი 2024 22:38
3
სპორრტი დედამიწაზე 99%ს იმიტო უყვარს რო შანსი ყველას ყველასთან ექ უბრალოდ არ უნდა მიუდგე ცალი ფეხით და ზემოდან ყურებით თორე ბაყაყს რაც მოუვიდა რო გაიწელა ე ეგ დაგემართება აუცილებლად
ნოდო
22 ნოემბერი 2024 22:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული