მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, რომელმაც ხელშეკრულება გაახანგძლივა, ბევრი რამის ახლებურად გააზრება მოუწევს. ორგანიზებული, გეგმაზომიერი ცვლილებები გვჭირდება და არა ქაოსური სვლები.
2025 წელი
საქართველოს ეროვნული გუნდი მარტში სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრას ჩაატარებს. საშინაო სტადიონად ამ ეტაპზე "დინამო არენაა" მითითებული. "ერთა ლიგის" დივიზიონში ადგილის განსაზღვრის შემდეგ, ივნისში საშუალება გვექნება ამხანაგური მატჩები დავგეგმოთ, რაც ახლა ასე იშვიათია. ამ სტატუსის შეხვედრები ვილი სანიოლს გარკვეული ექსპერიმენტების
ზურიკო დავითაშვილი სომხების წინააღმდეგ
სომხეთის ნაკრები
აქ აღარ არიან ისეთი ლეგიონერები, როგორც რამდენიმე წლის წინ. მართლაც ლეგენდარულ მხითარიანს ვინღა ჩივის, მიუხედავად არც თუ დიდი ასაკისა, ვეღარ ვხედავთ ადამიანს, ვინც მაშინ თბილისში გაგვიტანა და ბარსეგიანს გურამ კაშიას "სლოვანიდან". სომხეთის ნაკრების საუკეთესო ლეგიონერად მაინც 21 წლის გრანტ-ლეონ რანოსი უნდა ჩაითვალოს, კარიერას "დორტმუნდსა" და მიუნხენის "ბაიერნში" რომ იწყებდა და ახლა "გლადბახშია." მას 17 სანაკრებო შეხვედრაში 4 გოლი აქვს.
წინა დაპირისპირებები რომ გავიხსენეთ, იქ სომხეთის ნაკრები რიგებში სოლომონ უდო გამოდიოდა, ახლა კი გუნდში კიდევ ერთი ნიგერიული წარმოშობის ნახევარმცველი, იგოჩუკვუ ივუა. 29 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, ყაზანის "რუბინმა" შეიძინა და უკვე მეორე სეზონია, რუსეთში თამაშობს. სომხები მოსკოვის "ლოკომოტივსა" და "კრასნოდარშიც" გამოდიან.
ევრო 2024. მერვედფინალი. ხვიჩა კვარაცხელია ესპანელთა გარემოცვაში
შესარჩევი ეტაპი
ვილი სანიოლის ფეხბურთელები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 2025 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში იასპარეზებენ. მეტოქეებზე უკვე იცით, წელს რომ გაგაცანით და შემდეგ კარგად გავიცანით - ევროპის ჩემპიონატზე ტკბილ-მწარე მოგონებები დაგვიტოვეს - თურქებთან დრამატულ შეხვედრაში დავმარცხდით, გიორგი მიქაუტაძემ კი ჩვენი სადებიუტო გოლი გაიტანა; მომავალ გამარჯვებულ ესპანელებს პლეი-ოფში მაქსიმალურად გავუძალიანდით. კალენდარი ასეთია:
4 სექტემბერი, საქართველო - თურქეთი;
7 სექტემბერი, საქართველო - ბულგარეთი;
11 ოქტომბერი, ესპანეთი ან ნიდერლანდები - საქართველო;
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო;
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი/ნიდერლანდები;
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
ჩვენ
"ჯვაროსნები" სომხეთის ნაკრებთან ფავორიტად ჩაითვლება. ამ სტატუსს ჩვენი გუნდი შეჩვეული არაა და თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, მოწინააღმდეგეების სწრაფი შეტევების მოგერიება თავად გვიჭირს. როგორი გოლი გავუშვით ბოლოს ჩეხეთში? გუნდი მაქსიმალურად ზემოთ იყო აწეული და პრესინგს ცდილობდა, დაცვაში კი სისწრაფეში დავიჩაგრეთ. საბა გოგლიძე სასტარტოს წევრი კი გახდება, მაგრამ გრძელვადიანად, ეს საკმარისი ვერ იქნება.
რაც შეეხება შესარჩევ ეტაპს, ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ყოფნა მეორე ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას უფრო მოგვცემს, "ფურია როხასგან" ქულების დაკარგვას ნაკლებად უნდა ველოდოთ. შესაძლოა, ნიდერლანდელების შემთხვევაში, მათთან თურქებს მეტი შანსი ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბულგარელებთან ცუდი სტატისტიკა გამოვასწორეთ, თუმცა გავიხსენოთ უკანასკნელი თბილისური შეხვედრა, როცა მოწინააღმდეგემ დაცვიდან გვეთამაშა და მათთვის გოლის გატანა ვერ შევძელით...
მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მაღალი კლასი თუ საშემსრულებლო ოსტატობა ყოველთვის გადამწყვეტი ვერ იქნება. მთავარი მწვრთნელი არ აღიარებს, მაგრამ ისე ჩანს, მისი ტაქტიკური სვლები სიახლეებს საჭიროებს, რადგან მოწინააღმდეგეებისგან გაშიფრულია. სანიოლი გარკვეულ ცვლილებებს ტესტავს. მაგალითად, მისი მიზანია, ორივე ფლანგი უფრო მეტად დავტვირთოთ და ჩვენი შეტევები მხოლოდ მარცხნიდან არ ვითარდებოდეს. ამასობაში, ისიც კარგად ჩანს, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია როცა ერთმანეთთან ახლოს მოქმედებენ, გაცილებით პროდუქტიულები არიან. მნიშვნელოვანია, კონკურენცია ყველა რგოლში მაქსიმალურად გაიზარდოს.
მთავარია, მარტისთვის ბიჭები ფორმაში იყვნენ და დასახული ამოცანა გადავჭრათ. იქიდან გამომდინარე, ევროპის მომავალ ჩემპიონატს 4 თანამასპინძელი ჰყავს, არავინ იცის, C დივიზიონის გამარჯვებული იქ რამდენად მოხდება, ამიტომ სრული კონცენტრაცია ჯერ სომხეთზე უნდა მოვახდინოთ!..
შენ არაფერ შუაში ხარ მეგობარო,ისე სიტყვას მოჰყვა შენს კომენტარზე.შენ არც გგულისხმობდი,ბოდიში მეგობარო.
და ისა,არა ვარ არც ოცნების და არავის მომხრე,არასდროს არჩევნებზეც არა ვყოფილვარ და არც წავალ(არ გამაკრიტიკოთ,თქვენი აზრი თქვენთვის და არანაერი პირადი ინტერესი არა მაქვს,უბრალოდ ის ხალხი არ მევასება-პუტჩისტები 30 წლის რიმეიქით