მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა. შეგახსენებთ, თურქეთის ეროვნული გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი მეტოქეა.

„შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის მზად ვართ. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. მესამე კალათიდან ისევ ყველაზე მძიმე მეტოქე შეგვხდა - საქართველო. მეოთხედან ბულგარეთი, რომელიც ამ კალათაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კარგ გუნდებთან დაპირისპირებები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს.

კარგი ნაკრები გვყავს, ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილებას იღებენ. თურქეთს
22 წელია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიუღია მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი დროა. მზად ვართ და ჯგუფის მოგება გვინდა. თუ პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ, მიზნის მიღწევას პლეი-ოფიდან შევეცდებით“.

altოთარ გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

altჯგუფში ნაცნობ მეტოქესთან - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
Kvaras shecvla kiara ufals vtxovot im droistvis utramvo da formashi iyos.kvaras msgavsi topi fexburteli ar gvyavs samwuxarod.kvara moedanze nishnavs metoqestan sivrceebs gadzlebs zalauneburad.somxebtanac ki sashishia kvaras gareshe.
0
სანამ კიდევ დროა სანიოლს მადლობა გადავუხადოთ და სახლში გავუშვათ, მანამდე იქნებ მთავრობაც შეიცვალოს და ფედერაციის საძმო დაიშალოს, ამის შემდეგ იქნება ობიექტურად ნორმალ;ური დონის მწვრთნელი მოვიყვანოთ, ამ თაობის ნიჭის განიავება დანაშაულია...
ემიგრანტი
23:24 13-12-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული