"ლენჩნა" 29 ივლისს იწყებს ჩემპიონატს პოლონეთის I ლიგაში, სადაც ის გასული სეზონის შედეგების მიხედვით გავარდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდი 19-მა ფეხბურთელმა დატოვა, ფაქტობრივად მთელმა შემადგენლობამ.
სავარაუდოდ, ქართველი შემტევი ნახევარმცველი აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას.
ძალამიძემ გასულ სეზონში "ლენჩნას" რიგებში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე პასი მიითვალა.
პოლონეთის I ლიგაში ერთი ქართველი ლეგიონერი მაინც იქნება, "სუვალკის" რიგებში ითამაშებს ლუკა ასათიანი.