როგორც azerisport.com იუწყება, 59 წლის ქართველი სპეციალისტისთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა, თავად სვანაძე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დასმას არ ჩქარობს, რადგან ჯერ გუნდის ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების დადებას ელოდება.
სვანაძე ბაქოს გუნდის მთავარ მწვრთნელად 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მანამდე ის "ინტერში" კახა ცხადაძის ასისტენტი იყო.