ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა ბაქოს "ინტერმა" მთავარ მწვრთნელ ზაურ სვანაძეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. უწინდელი ხელშეკრულების ვადა ივნისში ამოიწურა.

როგორც azerisport.com იუწყება, 59 წლის ქართველი სპეციალისტისთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა, თავად სვანაძე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დასმას არ ჩქარობს, რადგან ჯერ გუნდის ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების დადებას ელოდება.

სვანაძე ბაქოს გუნდის მთავარ მწვრთნელად 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მანამდე ის "ინტერში" კახა ცხადაძის ასისტენტი იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაურ სვანიძე
თამარი
14:03 03-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული