ვაკო გვილიას ბატე-მ შინ 2:1 მოუგო პრაღის "სლავიას", მაგრამ მაინც გამოეთიშა ტურნირს, რაკი პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული. გვილია თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" გასვლაზე 1:4 წააგო დანიურ "კოპენჰაგენთან". პირველი მატჩი მაკედონიის ჩემპიონმა 1:0 მოიგო. რაც შეეხება ჯიღაურს, ის მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"