მოგეხსენებათ, ებრალიძე თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც პორტუგალიურ "ჟილ ვისენტესთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა. "კორდობასთან" რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს "ლელომ" ადრევე გაცნობათ. დღეისთვის ეს თემა დახურულია.
"დაგვპირდნენ, მაგრამ დიდხანს გვალოდინეს. გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ მჯერა ამ ვარიანტის და შემიძლია ვთქვა, რომ ის აღარც არსებობს. ახლა სხვა ვარიანტებზე უნდა გადავერთო.
არის შეთავაზებები და როგორც კი რაიმეს გადავწყვეტ, ყველა გაიგებს", - გვითხრა ებრალიძემ,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"