შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს თავის მძიმე ტრავმა მიაყენეს "რუბინთან" მატჩში, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთებაც მოუწია.
"გია გრიგალავა თვე-ნახევრიდან ორ თვემდე პერიოდს გამოტოვებს. ეს საკმაოდ მძიმე ტრავმაა, ოპერაცია კი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა", - განაცხადა კლუბის ექიმმა ალექსანდრ რეზეპოვმა.