ეს ხომ არაპროფესიონალიზმია - ბატე-ს ბოსმა ვაკო გვილია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ბელორუსული ბატე-ს ბოსი ანატოლი კაპსკი (საფეხბურთო კლუბის მმართველთა თავმჯდომარე) "პრესბოლთან" ინტერვიუში გუნდის ქართველ ლეგიონერ ვაკო გვილიას აკრიტიკებს:

"მან ტრავმა ჯერ კიდევ პირველ ტესტმატჩში მიიღო თბილისის "დინამოსთან". რაც აღმაშფოთებელია, ივნისში იგი ტრავმირებული წავიდა ეროვნულ ნაკრებში, სადაც შემართებით ვარჯიშობდა. ეს ხომ არაპროფესიონალიზმია. არა მარტო მისი, არამედ სამწვრთნელო შტაბისაც, გუნდის ექიმების.

რა უნდა ექნა მწვრთნელს? ერმაკოვიჩს უნდა მიემართა ექიმისთვის, გამოეწერათ ცნობა და წერილობით მიემართათ სფფ-სთვის, რომ ფეხბურთელი ტრავმირებულია. ამის მერე შეეძლო ამ დოკუმენტებით ნაკრებში გაფრენა".

საბოლოოდ, ვაკომ ნაკრებში ტრავმა გაიმიზეზა და ისევ სამკურნალო
გახდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ანანიძეს რატო აკრიტიკებთ, ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებდა რო რუსეთში დარჩენილიყო... სირცხვილია ხალხო!
და ისე ჩემი აზრით პატრიოტიზმი კი კაია მარა თუ ტრამვა აქვს ფეხბურთელს, ჯობია ერთი თამაში გამოტოვოს და 3 ითამაშოს ვიდრე პირიქით.

წარმატებები ჯანოსაც, ვაკოსაც და ყველა ჩვენს ფექხბურთელს.
ქუთაისელი
10:52 07-08-2017
0
სანამ ანანიძეზე რამეს იტყოდე პირში წყალი გამოივლე ზოგიერთ აღმოსავლეთელს კიარ გავს ქვეყანას რომ კაპიკებში ყიდით. ბიჭი 16 წლისიყო და ისეთი პრინციპი გამოავლიანა ქართველობის დასაცავად შენ კი კიდევ აქ ანანიძეზე რაღაცეებს როშავ
მამუკა
13:42 06-08-2017
2

სიახლეები პოპულარული