ქართველების დაპირისპირება შედგა ხაბაროვსკში, სადაც ადგილობრივმა "სკამ", რომლის ღირსებას გიორგი ნავალოვსკი იცავს, ჯაბა ლიპარტიას გუნდ მახაჭყალის "ანჟის" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია. ნავალოვსკიმ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, სტუმართა შორის კი 57-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე ლიპარტიამ. ეს გამარჯვება პირველია "სკასთვის" მიმდინარე ჩემპიონატში.
სტუმრად პერმში ქულა მოიპოვა ჯიმი ტაბიძის გუნდმა "უფამ", რომელმაც "ამკართან" შეხვედრა უგოლოდ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. ქართველმა მცველმა კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
რუსეთის პრემიერლიგის V ტურის სხვა მატჩები დღეს გაიმართება.