ლეგიონი გუშინ: ნავალოვსკიმ პირველი მოგება ლიპარტიას წინააღმდეგ იზეიმა

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის V ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ქართველების დაპირისპირება შედგა ხაბაროვსკში, სადაც ადგილობრივმა "სკამ", რომლის ღირსებას გიორგი ნავალოვსკი იცავს, ჯაბა ლიპარტიას გუნდ მახაჭყალის "ანჟის" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია. ნავალოვსკიმ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, სტუმართა შორის კი 57-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე ლიპარტიამ. ეს გამარჯვება პირველია "სკასთვის" მიმდინარე ჩემპიონატში.

სტუმრად პერმში ქულა მოიპოვა ჯიმი ტაბიძის გუნდმა "უფამ", რომელმაც "ამკართან" შეხვედრა უგოლოდ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. ქართველმა მცველმა კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ "უფა" 9 ქულით სატურნირო ცხრილში დროებით მე-3 ადგილზე აღზევდა, 3-3 ქულა აქვთ "სკა-ხაბაროვსკსა" და "ანჟის", რომლებიც შესაბამისად, მე-13 და მე-15 პოზიციაზე არიან.

რუსეთის პრემიერლიგის V ტურის სხვა მატჩები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული