ახლა კი "საბურთალოსა" და, შესაძლოა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ მთავარ
სამი წელია, "საბურთალოს" კაპიტანი ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, მაგრამ 20 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება მცირე ხნის წინ გააგრძელა.
ივნისში ხარაიშვილის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაადასტურა, მაგრამ არ უთქვამს, კაპიტანს კონკრეტულად რომელ კლუბში იწვევდნენ.
"ლელოსთვის" კი ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ხარაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მთავრდება და, შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწეროს - დაინტერესებულები არიან ბელგიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კლუბები.
მაგრამ უფრო რეალური ჩანს ხარაიშვილის გერმანიაში გადასვლა, სადაც მას მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი სთავაზობს კონტრაქტის გაფორმებას. ჩვენი ცნობით, საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უკიდურეს შემთხვევაში, ხარაიშვილი გერმანიაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავა.
მართალია, "საბურთალოს" ის ძალიან დააკლდება, მაგრამ იმედია, ეროვნული ნაკრები ძლიერ ნახევარმცველს შეიძენს. კლუბს კი საფეხბურთო აკადემია იმიტომაც აქვს, რომ იქიდან შევსება მიიღოს და ახლები დააწინაუროს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"