ლევან მჭედლიძე "ემპოლისთან" ერთად ვარჯიშს 2-3 კვირაში დაიწყებს

AutoSharing Option
იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ლევან მჭედლიძე "ემპოლისთან" ერთად ვარჯიშს უახლოეს 2-3 კვირაში დაიწყებს.

მას აპრილის შემდეგ არ უთამაშია. თავდაპირველად, მჭედლიძის ტრავმა მძიმე არ ჩანდა, მაგრამ ფაქტია, 27 წლის ფეხბურთელს ამის გამო საკმაო დრო გაუცდა. სწორედ ამ მიზეზით დააკლდება ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასა და ავსტრიასთან უახლოეს ორ შეხვედრაში.

დიდი ალბათობით, სწორედ ტრავმამ შეუშალა ხელი მჭედლიძეს, "ემპოლიდან" სხვა გუნდში გადასულიყო. მოგეხსენებათ, ჩვენებურის კლუბი იტალიის ელიტური დივიზიონიდან გავარდა. ლევანს ჰქონდა რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელის აყვანას ყველა ერიდება.
ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ასახელებდნენ სერია A-ს ბინადარ "ბოლონიას". ასევე საუბრობდნენ თურქული "ტრაბზონსფორის" ინტერესზე. თუმცა ამ მხრივ, ჯერჯერობით, სიტუაცია უცვლელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული