როგორც აღმოჩნდა, კრივცოვს მუხლისთავზე მცირე მოტეხილობა აქვს, რის გამოც 2 თვეს ვერ ითამაშებს. ეს კი შანსია ჩვენი თანამემამულისთვის, რომლისთვისაც კრივცოვი შემადგენლობაში მოხვედრის უშუალო კონკურენტია.
კრივცოვი უკრაინის ნაკრების ოქტომბრის მატჩებსაც გამოტოვებს კოსოვოსთან და ხორვატიასთან.
სხვათა შორის, ხოჭოლავა პრესკონფერენციაზე "შახტარის" თავკაცმა პაულუ ფონსეკამ შეაქო:
"ხოჭოლავას დებიუტით თავიდან ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ასეთი სცენარის დროს თამაშში ჩართვა იოლი