ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველები ლიგაზე: ჯანო "მარიბორთან" არ იქნება, ხოჭოლავას "ნაპოლისთან" სკამზე ელიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში ორი ქართველი ფეხბურთელია - ჯანო ანანიძე (სპარტაკი) და დავით ხოჭოლავა (შახტარი).

დღეს, 22:45-ზე "სპარტაკი" "მარიბორს" ესტუმრება, ხოლო "შახტარი" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ანანიძეს მუხლის ტრავმა აქვს, ის გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ამიტომაც 20-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რომელიც სლოვენიაში გაემგზავრა.

როცა "სპარტაკი" ბაზაზე ვარჯიშობდა, ჯანო ცალკე მოედანზე დარბოდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო მატჩის შემდეგ რუსეთში დაბრუნებული ანანიძე მუხლს იტკიებდა, ამიტომ მან პრემიერლიგის ტურის მატჩიც გამოტოვა.

ხოჭოლავა მატჩის განაცხადში აუცილებლად იქნება, მაგრამ უკრაინული მედია ამტკიცებს,
რომ დაცვის ცენტრში ფონსეკა რაკიცკისა და ორდეცის წყვილს დააყენებს, ხოლო ხოჭოლავა სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდება.
ასევე დაგაინტერესებთ