მოსალოდნელი ტრანსფერი: ჯაბა კანკავა "ჯენოაში"?

AutoSharing Option
იტალიური pianetagenoa1893.net საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კაპიტნის, ჯაბა კანკავას სავარაუდო ტრანსფერზე წერს.

"ჯენოა" ნახევარდაცვის ცენტრის გასამაგრებლად თავისუფალი აგენტის აყვანას აპირებს და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის თვალთახედვის არეში, მატიე ფლამინისა და სალი მუნტარისთან ერთად, თურმე, კანკავაცაა მოქცეული.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია მას მერე, რაც ამ ზაფხულს ფრანგული "რეიმსი" დატოვა. "ჯენოაში" კი, შეგახსენებთ, თავის დროზე ქართველთაგან კახა კალაძეს უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ჯაბას!
levani
15 სექტემბერი 2017 12:14
1
სამწუხაროდ შანსი არარი იქ მოხვდეს
სერია ა კი არა ლიგა ერტს და ლიგა 2 ვერ გაუძლო
კანკავას ბოდიშით და არწყევინებენ იტალიაში იმდენს არბენინებენ უბურთოდ
acm
15 სექტემბერი 2017 11:42
6
მსოფლიო სპორტი რო არ იყოს ნეტა საიდან გადაიწერდი სტსტიებს
lashari
15 სექტემბერი 2017 11:56
2
რა უნდა ჯენოაში სადაც ბარსა და რეალია. ამათგან ერთერთში გადავიდეს
ექვსი გია
15 სექტემბერი 2017 16:06
3
პირადა მე კანკავას ფეხბურთი არ მინახავს, თქვენი არ ვიცი.
ასეა ეს ...
21 სექტემბერი 2017 08:46
0
კანკავა თუ ჯემოაში გაქაჩავს მაშინ გვილია და კვეკვესკირი მილანში და ინტერში თავისუფლად გაქაჩავენ.
კიკა
16 სექტემბერი 2017 16:45
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული