თორნიკე ოქრიაშვილი: მე ვუყურე პიტერელთა ბოლო თამაშებს...

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. თორნიკემ ხაზი გაუსვა მეტოქის სიძლიერეს და არ დამალა, რომ პეტერბურგის კლუბის ბოლოს თამაშებს საგანგებოდ უყურა.

"კრასნოდარისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 24 სექტემბერს, კრასნოდარში გაიმართება.

"ზენიტზე" სალაპარაკო ბევრი არაფერია, ისედაც ყველამ იცის, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მსოფლიო დონის მწვრთნელი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც უმაღლეს მიზნებს ისახავს ყველა ტურნირში, სადაც კი ასპარეზობს.

მე ვუყურე პიტერელთა ბოლო თამაშებს. შთამბეჭდავად ირჯებიან, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში და
იმედი მაქვს, საკუთარ მოედანზე გავიმარჯვებთ.

კალენდარი ისეა შედგენილი, ლამის ერთი თვეა, საკუთარ კედლებში არ გვითამაშია და ჩვენი გულშემატკივრები მონატრებულნი არიან მატჩებს. მჯერა, მხარდაჭერა ისეთივე მხურვალე იქნება, როგორც "ზენიტთან" უწინდელ საშინაო შეხვედრაში გვქონდა და შევეცდებით, ქომაგს იმედი არ გავუცრუოთ", - უთხრა თორნიკემ კლუბის ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარის" ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის წინა სეზონში "ზენიტს" მატჩის ბოლო წუთზე ულამაზესი "მაკრატელა" გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 2:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული