კარერამ, ანანიძის ნაცვლად "ლივერპულთან" სხვა ითამაშებსო

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მოსკოვის "სპარტაკი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრისადმი დიდი ინტერესია და ყველა ბილეთი კარგა ხანია გაყიდულია.

დღეს "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ პრესკონფერენცია ჩაატარა და ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ შემდეგი განაცხადა:

"როშას უფრო აქვს თამაშის შანსი, ვიდრე პრომესს. მარტო პრომესი კი არა, ზე ლუიშიც გვაკლია და ჯანო ანანიძეც, რომელიც "ანჟისთან" თამაშისას დაშავდა, მაგრამ მათ მაგიერ სხვა ფეხბურთელები იასპარეზებენ".

მოკლედ, იტალიელ სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია ჯანოს მდგომარეობა, რომელსაც დღეს არ უვარჯიშია, მაგრამ თქვა, რომ "ლივერპულთან" თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული