უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 16 წლის გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მილანის "ინტერი" კიევის "დინამოს" 2:2 დაუზავდა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი მე-10 წუთზე კიეველთა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. იგი 75-ე წუთზე გამოცვალეს.

წიტაიშვილი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია, იგი უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობს. დეკემბერში წიტაიშვილმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა კიევის "დინამოსთან".

სხვათა შორის, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში 19-წლამდელთა გუნდები თამაშობენ, გიორგი კი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული