მასიმო კარერა ჯანო ანანიძეს ნაკრებში კი გამოუშვებს, მაგრამ ცნობით...

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ 8news.ru-სთან ინტერვიუში, სხვებთან ერთად, გუნდის ქართველ ლეგიონერზე ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა. ჯანომ "ანჟისთან" წინა ტურშის მატჩში მიღებული ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულთან" შეხვედრა გამოტოვა და ვერც დღეს ითამაშებს "ურალთან"...

მომავალი მატჩისთვის ვარჯიში ჯანომ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოტოვეს. კარერას სწორედ ტრავმირებულებზე ჰკითხეს.

- ისინი ასი პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არიან და არ გვინდა გავრისკოთ. მალე ჩემპიონატში პაუზა იქნება და გამოჩნდება მათი გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დროც.

- ანანიძე და ზე ლუიში ხომ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი, გაუშვებთ?
- ნაკრებებს ნებისმიერის გამოძახება შეუძლიათ და კლუბები ვალდებულნი არიან, გაუშვან ფეხბურთელები. თუმცა, ეროვნულ გუნდებში ეს მოთამაშეები გამოცხადდებიან ცნობებით, რომ არ შეუძლიათ თამაში. ვერ გეტყვით, შეძლებენ თუ არა ისინი მატჩებში მონაწილეობას.

* * *
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჯანო ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქედან საპროტესტო ნოტით გავუშვათ უკან
რა იცი რა ხდება
22:06 30-09-2017
0

სიახლეები პოპულარული