ჯანო ანანიძე რომშია და ოპერაციაზე ექიმების პასუხს ელის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რომში იმყოფება, სადაც ადგილობრივ კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს პასუხი - დასჭირდება თუ არა ოპერაცია.

ანანიძეს, რომელსაც 25 წელი ახლახან შეუსრულდა, მარცხენა ფეხის კოჭი აწუხებს და შესაძლოა, სახსრის მყესზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ამ პრობლემის გამო საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა - უელსსა და სერბეთთან, რუსეთის ჩემპიონთა რიგებში დაბრუნებულმა კი სრულფასოვნად ვარჯიში ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაშინ თქვეს,რომ ტრავმა სერიოზული არ არისო,მაგრამ იმ მომენტს ვუყურე,უკანა მხარეს წვივის კუნთზე ჩამოუცურეს ფეხი და ქუსლამდე ჩამოვიდა,თან ისე ჩანდა,რომ ბუცის შიპებიც ჩაერთო საქმეში და გამიხარდა როცა თქვეს,ტრავმა მსუბუქიაო.თურმე არ ყოფილა მასე.
სოსო
16:26 12-10-2017
0

სიახლეები პოპულარული