ვაკო ამერიკას იპყრობს! მორიგი გოლი ვანკუვერში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

თბილისის დროით 16 ოქტომბერს, გამთენიისას, ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა "სან ხოსემ" MLS-ში მორიგი მატჩი სტუმრად "ვანკუვერთან" გამართა და ფრედ, 1:1 მორჩა.

მასპინძელთა პირველი გოლი 29-ე წუთზე რეინამ გაიტანა და პირველი ტაიმის მოგებაც შეძლეს.

მეორე ტაიმის 77-ე წუთზე ვონდოლოვსკიმ ვაკოს ლამაზი პასი გაუკეთა. ქართველმა შემტევმა ჯერ მცველები ჩამოიშორა და ბოლოს ანგარიშიც გაათანაბრა - 1:1.

"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი 88-ე წუთზე ტომპსონმა შეცვალა.

"სან ხოსეს" 33 მატჩში 12 მოგება, 7 ფრე და 14 წაგება აქვს და 43 ქულით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6
ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სტატისტიკას, ვაკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერედივიზიონი ქონდა დაპყრობილი, ეხლა გრანდში უნდა იყოს წესით. ეს რეები ხდება რა
brooklyn
09:44 16-10-2017
1
იპყრობს, კი. კორტესმაც ეგეთი გოლი გაიტანა თავის დროზე ))
გელა
14:04 16-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული