დიქსონის 13 ქულა და "სტრასბურგის" მარცხი მე-2 ოვერტაიმში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგი" სტუმრად შეხვდა "ნანტერეს" და 100:102 დამარცხდა.

მთელი თამაში დაძაბულად, ქულა-ქულაში მიდიოდა, ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა გამარჯვებული (82:82), ვერც პირველმა ოვერტაიმმა და მხოლოდ მეორე ოვერტაიმში მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება.

დიქსონმა 32:48 წუთში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი), 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ორჯერ მოხსნა და ორჯერ ჩაჭრა ბურთი.

"სტრასბურგი" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული