შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ "სილკებორგს" ქულა მოუპოვა

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "სილკებორგმა" სახლში ფრეს (2:2) მიაღწია "ჰორსენსთან".

მასპინძლები 27-ე წუთზე სორენსენის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ბურთი გაუშვეს და მატჩის ბოლოს დამარცხების საშიშროების წინაშე იდგნენ, თუმცა 72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

2:2 და "სილკებორგი" 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მასპინძელთა გუნდის მეორე ქართველი ფორვარდი დავით სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული