Sportall.ge-ს მკითხველებმა ოქტომბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა ოქტომბრის საუკეთესო სამი ქართველი ლეგიონერი გამოავლინეს.

მკითხველებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

გამოკითხვაში სულ 1089 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნები რომ ყოფილიყო, საბა კვირკველია პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, ქართველმა გულშემატკივარმა მოსკოვის "ლოკომოტივის" ლეგიონერს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საქართველოს ნაკრების მცველი 61.0-მა პროცენტმა აირჩია - 665 ხმა.

მეორე ადგილზე პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "კორონას" ლეგიონერი ნიკა კაჭარავა გავიდა, ფორვარდმა 138 ხმა მიიღო.

მესამე პოზიციაზე კი "სან ხოსეს" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი გავიდა 104 ხმით.

დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:

4. გიორგი მერებაშვილი ("პლოცკი")
7.44% - 81 ხმა
5. გიორგი ნავალოვსკი (სკა) 5.51% - 60 ხმა
6. ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ტრნავა") 2.2% - 24 ხმა
7. საბა ლობჟანიძე ("რანდერსი") 1.56% - 17 ხმა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბის გაგება ვერ ხერხდება?! უკვე მერამდენედ ისმება ასეთი კითხვა ამ საიტზე, ნუთუ ვერ ამჩნევთ?!
aburjga
14:08 08-11-2017
1
ტესტ
ტესტ
18:06 06-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული