ნიკა კაჭარავა ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"კორონამ" "შლიონსკი" დაამარცხა (3:0) და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.  საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ გოლი გაიტანა და ბოლოს საგოლე გადაცემა გააკეთა.

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა ქართველ ფორვარდს გარჯა დაუფასა და უკვე მეორეჯერ შეიყვანა 11 რჩეულში. სიმბოლურში "კორონადან" დუბლის ავტორი ცვიჯანოვიჩი და მცველი კალასტეც მოხვდნენ.

ნიკა კაჭარავამ ამ სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამათგან სამში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

"კორონა" შემდეგ შეხვედრაში "ზაგლებიეს" დაუპირისპირდება.
-legionis-uqmeebi-katcaravas-shou-golith-pasith-da-penaltith-video.html">- ლეგიონის უქმეები: კაჭარავას შოუ გოლით, პასით და პენალტით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ კახა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ უფრო მაღალი რანგის კლუბში და საქართველოს ნაკრებში.
gizog
10:45 07-11-2017
0

სიახლეები პოპულარული