- იქ მრავალი ასპექტი იყო. იმ ზაფხულს, როგორც ამიხსნეს, მიიღეს კანონი, რომ თუ ევროკავშირის პასპორტი არ გქონდა, გარკვეული შეზღუდვები გექმნებოდა. ნაკრებში ვთამაშობდი და შემეძლო ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გადავსულიყავი. თუმცა, ეს არ მოხდა, რადგან ჩვენი გუნდი მსოფლიოს 70 საუკეთესო ნაკრებში არ იყო.
- ძალიან დაგწყდა გული?
- ნუ, რა თქმა უნდა. ვის არ დაწყდებოდა გული? ასეთი წინადადება შეიძლება, ალბათ,
- ვინ გამოიჩინა მაშინ ინიციატივა?
- "ჩელსის" მენეჯმენტმა, რომლის წარმომდგენლებიც ჩემთან კავშირზე გამოსასვლელად ჩემს ნაცნობებს და თანანაკრებელებს ეძებდნენ. ბიჭებს, რომლებიც "გენკში" თამაშობდნენ. გურამ კაშიამ დამირეკა ჰოლანდიიდან. ბევრი ზარები იყო. მერე დამიკავშირდა კლუბის სპორტული დირექტორი. მითხრა:"გიორგი, მე მაიკლ ემენალო ვარ, ჟოზემ ნახა შენი თამაშები. მოეწონე და 100%-ით უნდა შენი აყვანა. ორშაბათს გელოდებით". ეს საუბარი პარასკევს შედგა.
- არ უთხარი იმ წინააღმდეგობებზე, რომლებსაც შესაძლოა ხელი შეეშალა შენთვის?
- საქმეც იმაშია, რომ ამის თაობაზე შემდეგ მითხრეს. "ჩელსი" ძალიან იყო ჩემი სამსახურით დაინტერესებული. კურტუა ტრავმირებული იყო და მარტო ბეგოვიჩი ყავდათ. ორ საათზე "კრილია სოვეტოვთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ეს საუბარი კი 8 სათზე შედგა. დილის 9 საათზე ემენალომ ისევ დამირეკა და მითხრა, რომ წუხს, ყველაფერი იღონეს, მაგრამ ინგლისური კანონების გამო უშანსოდ ვიყავი.
უცნაურია