ნიკა კაჭარავა და "კორონა" "ზაგლებიეს" დაუზავდნენ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურის დასკვნით მატჩში ქართველი ფორვარდის ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" ლიუბინში "ზაგლებიეს" შეხვდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

სტუმრები მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას ფლობდნენ, მუდმივად უტევდნენ, მასპინძლები კი თავს იცავდნენ და ქულა მოიპოვეს.

ნიკა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი 26 ქულით მე-5 ადგილზეა. არადა, კელცელებს რომ მოეგოთ, მესამე პოზიციაზე გადადიოდნენ.

შემდეგ ტურში, 25 ნოემბერს "კორონა" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს ვარშავის "ლეგიას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული