გიორგი ქვილითაიას გოლმა "რაპიდი" "ზალცბურგთან" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს "რაპიდისა" და ბუნდესლიგის ლიდერის "ზალცბურგის" მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 26-ათასიანი "ალიანს სტადიონი" პირთამდე გაივსო.

თავიდან მასპიძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და 3 გოლი გაიტანეს.

"რაპიდის" მწვრთნელმა გორან ჯურინჩინმა ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია 67-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან 76-ე წუთზე კოხტა თავური დარტყმით ერთი გოლი გაქვითა, მეორედაც დალაშქრა მეტოქის კარი 82-ე წუთზე, მსაჯმა თავიდან ჩათვალა კიდეც გოლი, თუმცა ლაინსმენთან ბჭობის შემდეგ ხელით თამაში დააფიქსირა, გიორგი გააფრთხილა და დედაქალაქელები დამარცდნენ 2:3.

არადა, მეკარე ალექსანდერ ვალკეს თქვენი მოწონებული
ბურთი შეუგდო.

"რაპიდი" 16 ტურის მერე 29 ქულით მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული