საბა კვირკველიამ და გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკში გაუსაძლის ყინვაში ითამაშეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის წინ მოსკოვის "ლოკომოტივმა" ხაბაროვსკის სკა-ს სთხოვა, ძლიერი ყინვის გამო ან მოსკოვში, ან სოჭში ეთამაშათ, მაგრამ არმიულმა კლუბმა უარი უთხრა და მატჩი ჩატარდა.

ტემპერატურა მინუს 13 გრადუსი იყო (კიდევ კარგი, შეხვედრა დღეს გაიმართა, თორემ ხუთშაბათს ხაბაროვსკში მინუს 20 გრადუსია გამოცხადებული). ფეხბურთელებს სპეციალური ყინვაგამძლე სპორტული რეიტუზები და მაისურები ჩააცვეს, ტანი ჯიქის ქონით დაუზილეს, სახეზე მალამო წაუსვეს, თავზე "აბადოკები" გაუკეთეს, სათადარიგო მოთამაშეებს კი გასახდელში დარჩენის უფლება მისცეს.

რაც შეეხება თამაშს, მე-18 წუთზე დედაქალაქური გუნდის პერუელმა ბომბარდირმა ჯეფერსონ ფარფანმა
რიკოშეტით გახსნა ანგარიში. 1 წუთის შემდეგ ვიტალი ფედოტოვმა საპასუხო გოლი გაიტანა, მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის დამატებულ მე-3 წუთზე კი მასპინძლებმა ფარფანი საკუთარ საჯარიმოში მოცელეს. მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პერუელმა მაინც შეძლო გოლის გატანა. რკინიგზელებმა 2:1 გაიმარჯვეს და 39 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

საბა კვირკველიამ (ლოკომოტივი) და გიორგი ნავალოვსკიმ (სკა) შეუცვლელად ითამაშეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული