დავით სხირტლაძემ "სილკებორგს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "სილკებორგმა" სახლში 3:2 დაამარცხა "რანდერსი". ანგარიში მასპინძლებმა დავით სხირტლაძის აქტიურობის შედეგად გახსნეს (მასზე წესების დარღვევის გამო დაინიშნა საჯარიმო, რომელიც რობერტ სკოვმა გაიტანა), შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. ნაანტრაქტევს მასპინძლებმა პენალტით ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, მერე კი სხირტლაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩს 10-ათასიან სტადიონზე 2 861 მაყურებელი დაესწრო.

დავითმა შეუცვლელად ითამაშა და 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თანაგუნდელი მათე ვაწაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა, ხოლო "რანდერსის" თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად იასპარეზა და
საგოლე გადაცემა გააკეთა.

"სილკებორგი" 17 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, ხოლო "რანდერსი" 14 ქულით ბოლოსწინა, მეცამეტეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული