დავით სხირტლაძემ "ლინგბიუსთან" გოლი გაიტანა და "სილკებორგი" თასის 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიჯრით მეოთხე თამაშში გაიტანა გოლი ჩინებულ ფორმაში მყოფმა "სილკებორგის" ქართველმა თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ. დღეს მან "ლინგბიუსთან" დანიის თასის მერვედფინალური საშინაო მატჩის 58-ე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა სტუმრებმა 88-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანეს და დამატებითი დრო დაინიშნა, ოვერტაიმში კი "სილკებორგმა" კიდევ ორჯერ დაამწუხრა სტუმართა გუნდის მეკარე, 3:1 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხირტლაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა, მათე ვაწაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული